ფეხბურთი

19:26 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: “იმედი გვაქვს, ნეიმარი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე საუკეთესო მოთამაშე მისი თანაგუნდელი ნეიმარი იქნება.

“ნეიმარი ძალიან კარგი ადამიანი და ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის ახალგაზრდაა, როგორც მე 1998 წელს. 1994-ში უფრო ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მაშინ არ მითამაშია.

დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი ცივსისხლიანია და მას ზეწოლასთან გამკლავება შეუძლია. მან ეს არაერთხელ დაამტკიცა.

იმედი გვაქვს, რომ ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, ხოლო ბრაზილია ტურნირს მოიგებს.” – აცხადებს მსოფლიოს 1994 და 2002 წლების ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112552