“ატლეტიკო მინეიროს” 33 წლის ვარსკვლავი რონალდინიო ტრავმირებულია და შესაძლოა, მან ბრაზილიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს.
რონალდინიომ, გუნდის ბოლო მატჩში კუნთის მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ცნობილი გახდა, რომ ოთხშაბათს გამართულ ვარჯიშზე მან მყესი დაიზიანა და არაა გამორიცხული, ვეტერან შემტევს ორ თვეზე მეტი გაუცდეს.
“ატლეტიკო მინეიროს” პრეზიდენტმა ალეშანდრე კალილმა რონალდინიოს ტრავმა დაადასტურა და მართალია, მას გამოჯანმრთელების ვადების შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ განაცხადა, რომ დაზიანება სერიოზულია.