ვეტერან ბრაზილიელ შემტევ რონალდინიოს იმედი აქვს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ლუიშ ფელიპე სკოლარის განკარგულებაში იქნება. ამის შესახებ 33 წლის ფეხბურთელმა Globo-ს განუცხადა.
“განსაკუთრებულ გეგმებს არ ვაწყობ და დღევანდელი დღით ვცხოვრობ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, იმედი მაქვს, რომ პლანეტის პირველობაზე თამაშს შევძლებ. უპირველესად, საკლუბო მუნდიალის ჩატარებაზე ვფიქრობ, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, - განაცხადა რონალდინიომ.
ცნობისათვის, “ატლეტიკო მინეიროს” შემტევს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 97 მატჩი აქვს ჩატარებული.