“ატლეტიკო მინეიროს” ნახევარმცველი რონალდინიო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე ოცნებობს. ფეხბურთელმა ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ საუკეთესო ფორმის მისაღწევად და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის ფელიპე სკოლარის გულის მოსაგებად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.
“ქვეყნის ჩემპიონატისა და ლიბერტადორესის თასის თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯები. მუნდიალზე მოხვედრა და ჩემი ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება მსურს”, – განაცხადა რონალდინიომ.