ფეხბურთი

22:21 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო და რამირესი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებენ

რონალდინიო და რამირესი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. აღნიშნულ ინფორმაციას, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის, ხოსე მარია მარინის სიტყვებზე დაყრდნობით Selecao Brasileira ავრცელებს.

მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა რონალდინიო ეროვნულ გუნდში მანო მენეზესის დროს დაბრუნდა, მაგრამ “სელესაოს” სათავეში ლუიშ ფილიპე სკოლარის მისვლის შემდეგ, 33 წლის შემტევმა ნაკრებში ადგილი დაკარგა.

რაც შეეხება რამირესს, მას ფეხურთის კონფედერაციასთან კონფლიქტი მას შემდეგ აქვს, რაც ის კონფედერაციის თასის მიღმა დარჩა.

0.123587