ჩოგბურთი

21:26 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რომის მასტერსის ფინალში ნადალმა ფედერერი გაანადგურა

რაფაელ ნადალმა რომის სუპერტურნირის ფინალურ მატჩში ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს და ორ სეტში გაანადგურა მეტოქე - 6:1, 6:3.

მატჩი როჯერის ჩაწოდებით გაიხსნა და მანაც ყველანაირი პრობლემების გარეშე მოახერხა საწყისი გეიმში გამარჯვება - 1:0, თუმცა ამის შემდეგ ნადალი "აფეთქდა" და შვეიცარიელს ზედიზედ 9 გეიმი აართვა, რამაც მას სოლიდური უპირატესობა მოუტანა - 6:1, 3:0. ფედერერი თითქოს გამოფხიზლდა და ერთი უკუბრეიკიც შეასრულა, თუმცა რაფაელმა უმალ მოუმატა ტემპს და შეხვედრის სტარტიდან 69 წუთის შემდეგ კარიერაში რომის მასტერსის მე-7 ტიტული გაიფორმა - 6:1, 6:3.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს სხვადასხვა ტურნირების ფინალურ მატჩებში უკვე მეოცედ შეხვდნენ და ნადალი სოლიდური სხვაობით გახლავთ წინ - 14:6.

დღევანდელმა წარმატებამ რაფაელს 501700 ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა მოუტანა, როჯერს კი 246000 ევრო და 600 სარეიტინგო ქულა ერგო.

ჯერჯერობით ესპანელი ჩოგბურთელი თავის კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, მან 2013 წელს უკვე შეძლო ინდიან უელსის, მადრიდისა და რომის მასტერსების მოგება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122275