ფეხბურთი

21:30 | 21.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომაში” ანდრეაცოლის დატოვების საკითხს განიხილავენ

არაა გამორიცხული, იტალიური “რომა” მომდევნო სეზონშიც აურელიო ანდრეაცოლიმ გაწვრთნას. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს “ჯალოროსის” სპორტული დირექტორის, ვალტერ საბატინის განცხადება გვაძლევს.

“ჩვენი მწვრთნელი ანდრეაცოლია. მომდევნო ორშაბათს, მასთან ერთად, მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით და სიტუაციას განვიხილავთ. გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. არცერთ სხვა სპეციალისტთან კონტრაქტი არ გვაკავშირებს.” – ციტირებს საბატინის სიტყვებს Sky Sport Italia.

აურელიო ანდრეაცოლიმ “რომა” მიმდინარე წლის თებერვალში, იმ დროს ჩაიბარა, როდესაც გუნდი სერია A-ში მე-8 ადგილს იკავებდა. ანდრეაცოლის ხელმძღვანლობით ჩატარებული 15 თამაშიდან “რომამ” 8 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 3 წააგო. ანდრეაცოლის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა იტალიის თასის ფინალშიც გააღწია, სადაც თანაქალაქელ “ლაციოს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11496