ფეხბურთი

20:27 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” ტოტი დაუბრუნდა

 

იტალიური “რომას” ვეტერანი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და Corriere dello Sport-ის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელი გუნდს მომდევნო შეხვედრაში დაეხმარება.

ტოტის ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა. მას 12 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. თავიდანვე იყო მოლოდინი, რომ “რომას” კაპიტანი 17 მარტს “უდინეზესთან” გასამართ მატჩში დაუბრუნდებოდა და ასეც ხდება.

ტოტიმ, მიმდინარე სეზონში, 19 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130888