ფრანგული პსჟ-ს არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ პასტორე იტალიური “რომას” ინტერესთა სფეროში მოექცა.
Goal-ის ცნობით, 24 წლის არგენტინელი ამ ეტაპზე რომაელთა ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და უახლოეს პერიოდში ისინი პარიზელებისთვის ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას აპირებენ.
რადგან “მგლებს” ტრანსფერის განხორციელებასთან ერთად ფულის ეკონომიაც უნდათ, ისინი ფრანგებს ერთგვარ ბარტერს სთავაზობენ და სატრანსფერო გარიგებაში მირალემ პიანიჩის ჩართვას გეგმავენ. იტალიელები მზად არიან, 23 წლის ბოსნიელ ნახევარმცველთან ერთად 10 მილიონი ევროც გადაიხადონ.
საფრანგეთის ლიგა 1-ის გასული სეზონის 34 მატჩში პასტორემ 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. თავის მხრივ, პიანიჩის ანგარიშზე სერია A-ს 27 შეხვედრაში 3 გოლია.