ფეხბურთი

15:31 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” ჟერვინიო სურს

იტალიური “რომა” შეტევის ხაზის გაძლიერებას ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელის – ჟერვინიოს შეძენით გეგმავს. Il Tempo-ს ცნობით, “ჯალოროსი” კოტდივუარელს პაბლო ოსვალდოს შემცვლელად განიხილავს.

მოგეხსენებათ, ოსვალდო “რომადან” აბარგებას გეგმავს და მსურველებიც საკმარისად ჰყავს. აღებული ფულის ნაწილს, იტალიელები ჟერვინიოს შესაძენად გამოიყენებენ. სავარაუდოდ, რომაელები ლონდონელებს 10 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ ჟერვინიო არსენ ვენგერის გუნდში 2 წლის წინათ გადავიდა, მაგრამ თავის დამკვიდრება ვერაფრით მოახერხა. საგულისხმოა, რომ “რომას” მწვრთნელი რუდი გარსია გახლავთ, რომელის ხელმძღვანელობითაც ჟერვინიო “ლილში” ასპარეზობდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115535