“რომა” სერია A-ს უახლოესი ტურების მატჩებს შემტევი ნახევარმცველის ჟერვინიოს გარეშე ჩაატარებს. იტალიური პრესის ცნობით, ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და და მინდორზე გასვლას დაახლოებით 10 დღე ვერ შეძლებს.
რომაული კლუბის კოტდივუარელმა ნახევარმცველმა ტრავმა იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში, “ნაპოლისთან” მატჩში (2:0) მიიღო. იმავე შეხვედრაში “რომას” ლიდერი ფრანჩესკო ტოტიც დაშავდა, მაგრამ მისი ტრავმის სიმძიმეზე არავინ საუბრობს.