ფეხბურთი

22:13 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რომარიო: “პელე იმბეცილია”

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელებს, პელესა და რომარიოს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, რომარიომ ფეხბურთის მეფედ აღიარებულ თანამემამულეს Facebook-ის საშუალებით მიმართა და მას იმბეცილი უწოდა.

“გუშინ, პელემ ჩემს ცნობილ ფრაზას უპასუხა, რომლის თანახმადაც, “ის პოეტია, როდესაც ჩუმადაა”. ეს ფრაზა, დღეს, ყველგან გამოიყენება. ბოლოს და ბოლოს, ის ამ ფრაზის გახსენების საბაბს იძლევა.

ბოლო სისულელე, რომელიც მან თქვა, არის ის, რომ “კორინთიანსი” ბრაზილიის ნაკრების საბაზო გუნდად უნდა იქცეს. მან ხომ ეს ნამდვილად თქვა?

გარდა ამისა, პელემ საკუთარ თავს ჭეშმარიტი კათოლიკე უწოდა. არ მგონია, ის ასეთი იყოს. ის რომ ნამდვილი კათოლიკე იყოს, საკუთარი ქალიშვილის ხსოვნას პატივს მიაგებდა და მის დაკრძალვაზე მივიდოდა.

პელე არა მხოლოდ პოეტი, არამედ იმბეცილიცაა.” – აცხადებს რომარიო.

0.103756