ფეხბურთი

20:54 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რომარიო და მარადონა CONMEBOL-ის წინააღმდეგ ერთიანდებიან

მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი და ბრაზილიელი ლეგენდები, დიეგო არმანდო მარადონა და რომარიო სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის წინააღმდეგ ილაშქრებენ.

მარადონასა და ფეხბურთის ჩინოსნების დაპირისპირება სიახლე არაა. რაც შეეხება რომარიოს, ის ბრაზილიაში პოლიტიკითაა დაკავებული. ამჯერად, ისინი CONMEBOL-ს ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდებიან.

“სამწუხაროა, რომ ფეხბურთი საყოველთაო სპორტი აღარაა. ის არ ეკუთვნის კლუბებს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს. ვაპირებთ, შევქმნათ კომისია, რათა ვამხილოთ ის პირები, რომლებიც ფეხბურთს ვნებენ.” – აცხადებს მარადონა.

“მდგომარეობა ნამდვილად იმაზე რთულია, ვიდრე წარმოვიდგენდით. ეს ყველაფერი სამარცხვინოა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შემოვიკრიბოთ. კლუბები, ასევე ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები CONMEBOL-ის წინააღმდეგ გაერთიანდებიან. ჩვენ ფეხბურთში გამჭვირვალობის მომხრენი ვართ. კომისია, რომლის შექმნასაც ვაპირებთ, ეცდება გაარკვიოს, სად მიდის ფეხბურთში არსებული ფული.” – ეს უკვე რომარიოს სიტყვებია.

1.291789