ფეხბურთი

11:43 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” “სიტის” ოსვალდო არ დაუთმო

ინგლისური “მანჩესტერ სიტი” იტალიური “რომას” ფორვარდის – პაბლო ოსვალდოს შეძენას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. Sky Italia-ს ცნობით, ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასია.

საქმე ისაა, რომ ოსვალდოს სანაცვლოდ, “სიტიმ” “რომას” 14 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც იტალიელებს ეცოტავათ. მოგეხსენებათ, “ჯალოროსი” თავდამსხმელში 20 მილიონ ევროს ითხოვს.

ცნობისათვის, გასულ სეზონში, ოსვალდომ “რომას” მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და 16 გოლით გამოირჩა.

 

0.154451