ფეხბურთი

21:34 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” მაიკონი იტალიაში დააბრუნა

32 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი მაიკონი იტალიაში ბრუნდება. ის კარიერას “რომაში” განაგრძობს.

“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “რომასთან” შეთანხმება უკვე მიღწეულია. გავრცელებული ინფორმაციით, “ჯალოროსის” ბრაზილიელი მარჯვენაფლანგელი 3 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

მაიკონი, რომელმაც სახელი “ინტერში” თამაშით გაითქვა, “სიტიში” გასულ ზაფხულში გადავიდა, მაგრამ მან “ქალაქელთა” ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. ინგლისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში მაიკონმა თავი ერთი საგოლე გადაცემის გაკეთებით გამოიჩინა.

0.114604