“უდინეზესთან” მოგებული მატჩით, “რომამ” ტურინის “იუვენტუსის” რეკორდის გამეორება მოახერხა. “ჯალოროსიმ” იტალიის ჩემპიონატის საწყის 9 ტურში ყველა მატჩი მოიგო, რაც მხოლოდ “ბებერ სინიორას” ჰქონდა გაკეთებული.
ტურინელებს ასეთი შედეგი იტალიის ჩემპიონატის 2005-2006 წლების სეზონში ჰქონდათ.
კვირას, “რომამ” “უდინეზე” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი რომაელთა ნახევარმცველი მაიკლ ბრედლი გახდა.