“რომას” ხელმძღვანელებს სურთ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ცოცხალმა ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ კლუბის სტრუქტურაში განაგრძოს მუშაობა. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “ჯალოროსი” ვეტერან იტალიელს ერთ-ერთი დირექტორის პოსტს შესთავაზებს. თუკი ტოტი დათანხმდება, 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ხელფასის სახით, წელიწადში 600 ათას ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ტოტი რომაელთა ღირსებას 1993 წლიდან იცავს. მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2014 წლის ივნისში ეწურება.