ფეხბურთი

15:25 | 16.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ობამეიანგს უმიზნებს

იტალიური “რომა” გერმანული “დორტმუნდის” ფორვარდის – პიერ ობამეიანგის შეძენითაა დაინტერესებული. იტალიური მედიის ცნობით, “ჯალოროსი” 24 წლის ფორვარდში ნახევარმცველ ადემ ლიაიჩს გაცვლის.

დორტმუნდელებს სერბის გადაბირება დიდი ხანია სურთ და რომაელებმაც გარიგებაში ნახევარმცველის ჩართვა გადაწყვიტეს. თავის მხრივ, ობამეიანგი “დორტმუნდის” დატოვების წინააღმდეგი არაა.

ცნობისათვის, 22 წლის ლიაიჩმა გასულ სეზონში “რომას” მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.

 

0.106334