დონეცკის “შახტარის” თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ შესაძლოა, კარიერა იტალიურ “რომაში” გააგრძელოს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რომაელები მზად არიან 27 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ადრიანოს აგენტმა საკუთარი კლიენტის შეძენა “რომას” გარდა “ნაპოლის”, “იუვენტუსს” და “ინტერს” შესთავაზა. “რომა” ბრაზილიელს მატია დესტროს შემცვლელად მოიაზრებს, რომლითაც “ჩელსი”, “ტოტენჰემი” და “ვოლფსბურგი” არიან დაინტერესებული.