იტალიური “რომა” ლონდონის “არსენალიდან” თავდამსხმელ ჟერვინიოს შეძენის იმედს არ კარგავს და მზადაა, მის სანაცვლოდ 7-ის მაგივრად, 8 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამის შესახებ Sky Sports Italia იუწყება.
თუ ლონდონელები რომაელთა შეთავაზებას დათანხმდნენ, მაშინ, კოტდივუარელი ფეხბურთელის ტრანსფერი შესაძლოა მომავალ კვირაში შედგეს.
განვლილ სეზონში 25 წლის ჟერვინიომ ინგლისის პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში 7 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.