ფეხბურთი

17:02 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ჟერვინიოს ვერ არეგისტრირებს

“რომას” ხელმძღვანელობას ახალწვეული თავდამსხმელის ჟერვინიოს განაცხადში შეყვანასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. Football Italia-ს ცნობით, იტალიელებს კოტდივუარელი ფეხბურთელის წინასასეზონო შემადგენლობაში დასარეგისტრირებლად, განაცხადიდან რომელიმე იმ მოთამაშის ამოღება მოუწევთ, ვისაც ევროკავშირის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი არ აქვს.

შეგახსენებთ, ჟერვინიოს ტრანსფერი “რომას” 8 მილიონი ევრო დაუჯდა. ოფიციალურად კი ფეხბურთელის წარდგენა მას შემდეგ მოხდება, რაც ზემოთ ნახსენები პრობლემა მოგვარდება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112596