ფეხბურთი

20:42 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ჰეიტინგასა და კაპუეს ტრანსფერებზე მოლაპარაკებას იწყებს

 

იტალიური Calciomercato-ს ინფორმაციით, “რომამ” ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელების, ეტიენ კაპუესა და ჯონ ჰეიტინგას ტრანსფერებზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

ჰეიტინგას “ევერტონთან” კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდე აკავშირებს. ცოტა ხნის წინათ, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს გამოიცვლის და მან “რომას” მიმართ სიმპათიაც დააფიქსირა.

“რომას” წარმომადგენელი ვალტერ საბატინი ინგლისში იმყოფება და ჰეიტინგას გარდა, მოლაპარაკებას “ტოტენჰემის” ფრანგი ნახევარმცველის, ეტიენ კაპუეს ტრანსფერზეც აწარმოებს. კაპუე “ტოტენჰემში” გასულ ზაფხულში გადავიდა, მაგრამ 25 წლის ფეხბურთელს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლვა და იტალიელები მის იჯარით აყვანას შეეცდებიან.

0.114815