ფეხბურთი

12:48 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ეტო’ოთი დაინტერესდა

შესაძლოა, ლონდონის “ჩელსისა” და კამერუნის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ კარიერა “რომაში” განაგრძოს. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.

ვეტერან კამერუნელს “არისტოკრატებთან” მოქმედი კონტრაქტი თვის ბოლოს ეწურება და ივლისიდან, თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, “ჯალოროსის” გამოცდილი ფორვარდის ხელში ჩაგდება უსასყიდლოდ შეუძლია.

ცნობისათვის, ეტო’ომ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი მიითვალა.

 

0.115209