იტალიური “რომა” ახალ მთავარ მწვრთნელს კვლავ აქტიურად ეძებს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ჯალოროსი” საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავკაც ლორან ბლანს ეპატიჟება.
“რომას” მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი “მილანის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი იყო, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ იტალიელი “სან სიროზე” რჩება. სადღეისოდ, ბლანს რომაელები მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ.
შეხსენებისთვის, ბლანის სამსახურით პსჟ-ცაა დაინტერესებული.