"რომას" მცველმა დავიდე ასტორიმ ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის ცსკა-სთან მოგებულ მატჩში (5:1) მუხლის ტრავმა მიიღო და სამი კვირის განმავლობაში უქმობა მოუწევს.
შესაბამისად, იტალიელი ფეხბურთელი "ჯალოროსოს" სერია ა-ს მატჩებში "კალიარის", "პარმას", "ვერონას" და "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. ასტორი ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრასაც გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი "რომამ" "კალიარიდან" ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით აიყვანა.
გიორგი ბალახაძე