ფეხბურთი

10:51 | 8.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

როლფესმა “ლევერკუზენთან” გაახანგრძლივა

გერმანულმა “ლევერკუზენმა” ნახევარმცველ სიმონ როლფესს კონტრაქტი 2015 წლამდე გაუხანგრძლივა. “ფარმაცევტები” ამ ინფორმაციას ოფიციალურ საიტზე ადასტურებენ. 

გერმანელს ლევერკუზენელებთან ძველი ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი წელიწადით გახანგრძლივდა. საგულისხმოა, რომ როლფესის გადაბირება რამდენიმე კლუბს სურდა და ახალი კონტრაქტის გაფორმებით, “ლევერკუზენმა” ყველა კითხვას პასუხი გასცა. 
ცნობისათვის, 31 წლის როლფესი ლევერკუზენელთა შემადგენლობაში 2008 წლიდან ასპარეზობს და გუნდის კაპიტანიცაა.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117197