საფრანგეთის ღია პირველობამ საკუთარი კორექტივები დაასვა მსოფლიო რეიტინგსიის მოწინავეთა ოცეულებს. მამაკაცთა შორის 3 საფეხურით წინ წაიწია ნახევარფინალისტმა ენდი მარეიმ, რომელმაც მერვე პოზიციიდან მეხუთეზე აინაცვლა. ერთბაშად 7 საფეხურით დაწინაურდა კიდევ ერთი ნახევრფინალისტი, ლატვიელი ერნესტს გულბისი - ბალტიისპირელმა საუკეთესოთა ათეულში შეაბიჯა. პირველი პოზიცია შეინარჩუნა რაფა ნადალმა, ფინალისტმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი საკუთარი სარეიტინგო ქულათა მარაგი საგრძნობლად გაზარდა.
ქალთა რეიტინგს რაც შეეხება, მოწინავე ოცეულში 27-ე საფეხურიდან ”ისკუპა” ბოსნიური წარმოშობის გერმანელმა ჩოგბურტელმა ანდრეა პეტკოვიჩმა, ”როლან გაროსის” ფინალისტი, რუმინელი სიმონა ჰალეპი კი უძლიერესთა სამეულში მოხვდა. საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი მარია შარაპოვა მერვედან მეხუთე პოზიციაზე დაბრუნდა.
Emirates ATP Rankings
1 (1) რაფა ნადალი (ესპანეთი) 12500
2 (2) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 12330
3 (3) სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია) 5480
4 (4) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 4945
5 (8) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 4840
6 (6) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4680
7 (5) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4190
8 (7) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 4125
9 (9) მილოშ რაონიჩი (კანადა) 3245
10 (17) ერნესტს გულბისი (ლატვია) 2725
11 (11) ჯონ იზნერი (აშშ) 2690
12 (10) კეი ნიშიკორი (იაპონია) 2645
13 (12) გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი) 2435
14 (13) რიშარ გასკე (საფრანგეთი) 2355
15 (15) ფაბიო ფონინი (იტალია) 2155
16 (16) მიხაილ იუჟნი (რუსეთი) 1935
17 (14) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 1775
18 (20) კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 1710
19 (21) ოლექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრაინა)
20 (28) გაელ მონფისი (საფრანგეთი) 1660
WTA Tour Singles Rankings
1 (1) სერენა უილიამსი (აშშ) 9660
2 (2) ნა ლი (ჩინეთი) 7450
3 (4) სიმონა ხალეპი (რუმინეთი) 6435
4 (3) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 5990
5 (8) მარია შარაპოვა (რუსეთი) 4741
6 (6) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 4570
7 (7) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) 3995
8 (5) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 3841
9 (9) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 3830
10 (10) დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი) 3735
11 (13) ფლავია პენეტა (იტალია) 3324
12 (16) ეჟენი ბუშარი (კანადა) 3320
13 (12) ანა ივანოვიჩი (სერბეთი) 3305
14 (11) სარა ერანი (იტალია) 3120
15 (16) კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 2935
16 (14) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 2700
17 (18) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 2565
18 (17) საბინ ლისიცკი (გერმანია) 2466
19 (19) სლოან სტივენსი (აშშ) 2441
20 (27) ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია) 2350