ფეხბურთი

20:27 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისი სეზონის სტარტს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “დორტმუნდის” ნახევარმცველის – მარკო როისის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ელოდნენ. დორტმუნდელთა ოფიციალური საიტის ცნობით, 25 წლის შემტევი სექტემბერში დაბრუნდება.

ამგვარად, როისს საკლუბო სეზონის სტარტის გამოტოვება მოუწევს. გერმანელი მოედანზე ბუნდესლიგის დაწყებიდან დაახლოებით 4-5 კვირაში გავა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (6:1) დაშავდა და ამის გამო, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. როისს ტერფის ტრავმა აწუხებს. 

 

0.126526