დორტმუნდის “ბორუსიასა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მარკო როისი კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს. ამის შესახებ ფეხბურთელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.
“მოქმედი კონტრაქტის თანახმად, “ბორუსიაში” 2017 წლამდე უნდა ვითამაშო. ამრიგად, ჩემთვის ახლა აქტუალური სწორედ ეს გუნდია და მის გარდა არაფერზე ვფიქრობ. სხვაგან გადასვლის სურვილის პატარა მიზეზსაც ვერ ვხედავ” – ციტირებს როისის სიტყვებს ერთ-ერთი გერმანული გამოცემა.
პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარკო როისის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი”, “ბარსელონა” და “პარი სენ-ჟერმენი” არიან დაინტერესებულნი.