მარკო როისმა განაცხადა, რომ მარიო გიოტცესა და რობერტ ლევანდოვსკის კვალს არ გაჰყვება, ანუ "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" არ გადავა. თანაც, თქვა, რომ არასოდეს არ გადავა.
"პატივს ვცემ "ლევას" და მარიოს გადაწყვეტილებებს, მაგრამ "ბაიერნში" არასოდეს გადავალ. ფული ყველაფერს არ ნიშნავს".
როისის სიტყვებმა, რა თქმა უნდა, ძალიან გაახარა "დორტმუნდის" გულშემატკივრები. მან კიდევ უფრო აიმაღლა ავტორიტეტი მათ თვალში. ისედაც არ აკლდა, მაგრამ მაინც... თანაც, როისი დორტმუნდში გახლავთ დაბადებულ-გაზრდილი.