გერმანული “დორტმუნდის” ვარსკვლავი მარკო როისი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. 24 წლის გერმანელი ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს.
“ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არაფერს გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “დორტმუნდში” თავს ბედნიერად ვგრძნობ”, - განუცხადა როისმა გერმანულ მედიას.
აღსანიშნავია, რომ გერმანელს დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურება. როისის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.