თებერვალში განახლდება შინაური სახელბურთო სეზონი. ტურნირების სერია ასაკობრივი პირველობით დაიწყება და ეროვნული ჩემპიონატით გაგრძელდება.
1 მარტს უკვე თბილისში იქნება ეროვნული ნაკრების მწვრნელი ჯორჯე რაშიჩი, რომელიც თვალყურს მიადევნებს ყველა შინაურ შეჯიბრებას. სერბი სპეციალისტს ფუნქციები იზრდება – ის ყველა ნაკრების კოორდინატორად ინიშნება.
სეზონის განახლების წინ ხელბურთის ფედერაციაში თათბირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ვიცე-პრეზიდენტები იმედო ფხაკაძე და ვახტანგ მეიფარიანი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე და ბექა ორჯონიკიძე, ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი დიმიტრი აბესაძე.
იმსჯელეს ეროვნული ნაკრებისა და შინაური ტურნირების პრობლემებზე. ნაკრების მწვრთნელებმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს.
ირაკლი კეკელიძე: “მთავარი პრობლემა ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მთელმა სიმძიმემ 7-8 მოთამაშეზე გადაიარა. ერთი-ორი კაცის გარდა, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ხელბურთელები სათანადოდ ვერ არიან მომზადებულები – ძირითადად ეს ეხება ფიზიკურ კონდიციებს, თუმცა, არის პრობლემები საბაზისო ტექნიკასა და ტაქტიკურ მომზადებაში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველა კლუბს არა აქვს მოსამზადებელი პირობები. ამ მხრივ, ზამთარი ფაქტობრივად დაკარგულია, რადგან ის დარბაზები, სადაც კლუბები ვარჯიშობენ არ თბება და ტრავმების საშიშროება დიდია, ფედერაციის საკუთრებაში კი არცერთი დარბაზი არაა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს...”
ბექა ორჯონიკიძე: “ყველამ იცის, რომ ნაკრებში რამდენიმე პრობლემური პოზიცია გვაქვს. შემოდგომიდან ახალ შესარჩევ ციკლში ჩავებმებით და ამ პრობლემას შეიძლება კიდევ ერთიც დაემატოს. ორი მოთამაშე უკვე კრიტიკულ ასაკშია. როგორც ვიცი, გიორგი გვაზავა თამაშს თავს ანებებს, რის შემდეგაც პივოტის პოზიციაზე პრობლემა კიდევ უფრო გაგვიმწვავდება. ასევე 35 წლისაა სერგო დათუკაშვილიც. მისი მომავალი კარიერის შესახებ ჯერ არ ვიცი, მაგრამ ახალი მოთამაშეების დამატება აუცილებელია.
პრობლემის მოსაგვარებლად ასეთი გზა დაისახა – უკვე არსებობს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეთაგან შემდგარი დაახლოებით ოცკაციანი სია – ნაკრების უახლოესი რეზერვი. აქ არიან ხელბურთელები თითქმის ყველა კლუბიდან. ეს ჯგუფი, ჩემპიონატის თამაშების შუალედში, პერიოდულად შეიკრიბება ხოლმე და ჯორჯე რაშიჩის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშებს.
გლობალურად ამ პრობლემას მას შემდეგ მოევლება, რაც ასაკობრივი ნაკრებებიდან მივიღებთ კარგ შევსებას, იქამდე კი უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს ჩემპიონატის ყველა რესურსი.
ასაკობრივი გუნდებს რაც შეეხება, უახლოეს ხანში შეიკრიბება 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მოემზადება. ნაკრების კანდიდატთა სია უვე ცნობილია, თუმცა დიდი არჩევანი არც აქაა – გუნდი ამ და უფრო უმცროსი ასაკის მაქსიმუმ 25 მოქმედი მოთამაშისგან უნდა შეირჩეს. თუმცა, რამდენიმე მათგანს – ზურაბ აბრამიშვილს, ზურაბ სიმონიას და თემურ ორჯონიკიძეს, უკვე მიღებული აქვს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება.
შეჯიბრება 4-6 აპრილს გაიმარება ესპანეთის ქალაქ ოვიედოში შედგება, მეტოქეები კი მასპინძელთა გარდა, ნორვეგია და
www.geohandball.ge