"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბაზელთან" დაპირისპირებამდე განაცხადა, რომ ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრი არ შეუძლია. როჯერსმა შვეიცარიული კლუბის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ოქტომბერი დაიწყო და ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვერ ვიფიქრებ. ჩვენ ყოველ თამაშს ვაანალიზებთ. მიუხედავად ტრავმებისა, მოსაგებად არაფერს დავიშურებთ. რაც შეეხება მეტოქეს, "ბაზელს" კარგი გუნდი ჰყავს. ბოლო დროს შვეიცარიული ფეხბურთი მაღალ დონეზე ავიდა, მათ ჰყავთ ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი. ჩვენი მეტოქე შვეიცარიის ჩემპიონია, დიდი გამოცდილება აქვს და მძიმე მატჩის მოლოდინში ვიქნებით," - განაცხადა როჯერსმა.
როგორც შვეიცარიელებმა, ასევე ინგლისელებმა საკუთარ ჩემპიონატში საშინაო თამაში ვერ მოიგეს. "ბაზელსა" და "ლივერპულს" შორის მატჩი დღეს, "სენტ ჯეიკობ პარკზე" 22:45 საათზე დაიწყება.
გიორგი ბალახაძე