ფეხბურთი

20:03 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსმა “ლივერპულთან” ახალი ხელშეკრულება დადო

 

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა კლუბთან ახალი ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მაგრამ გარიგების ვადები და ფინანსური პირობები დაკონკრეტებული არაა. 

“ბრენდანი იმის გულია, რის შექმნასაც ჩვენ კლუბის მეპატრონეები საფეხბურთო მოედანზე ვცდილობთ. განვლილმა სეზონმა ყველა დაარწმუნა, რომ “ლივერპულისთვის” წარმატების მოტანა შეგვიძლია და დასახული მიზნის მიღწევას ერთად ვაპირებთ” – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. 

“ეს ჩემთვის პატივია და მიხარია, რომ დიად კლუბში ყოფნის გახანგრძლივების საშუალება მომცეს” – თქვა როჯერსმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

0.136193