ფეხბურთი

13:45 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი “ლივერპულს” მეასედ გაუძღვება

 

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი, დღეს “ტოტენჰემთან” გასამართ შეხვედრაში, მეასედ გაუძღვება მერსისაიდულ კლუბს – იუწყება “წითლების” ოფიციალური ვებგვერდი.

ყველა ტურნირზე, როჯერსის ხემძღვანელობით გამართული 99 შეხვედრიდან, “ლივერპულმა” 55 მოიგო, 23 წააგო და 21 ფრე ითამაშა. 

41 წლის სპეციალისტი, “ლივერპულში” 2012 წლიდან მუშაობს. გასულ სეზონში, როჯერსს სულ ცოტა დააკლდა პრემიერლიგის მოგებამდე. მისი გუნდი მხოლოდ “მანჩესტერ სიტის” ჩამორჩა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.063817