ჩოგბურთი

13:26 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის მეხუთე ცინცინატური ფინალი

როჯერ ფედერერმა ცინცინატის “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში კანადელ მილოშ რაონიჩს 6:2, 6:3 მოუგო და ფინალში ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება. ფედერერი მეხუთედ გავიდა ცინცინატის “მასტერზ1000”-ის ფინალში. წინა 4 შემთხვევაში საბოლოოდ როჯერმა ტიტულის მოგება მოახერხა (2005, 2007, 2010, 2012).

ფედერერი კარიერის განმავლობაში მეექვსედ შეხვდა რაონიჩს და მეექვსედაც მოახერხა ჩერნოგორიული წარმოშობის კანადელის ძლევა.

“მილოშთან მატჩის პირველ სეტში მნიშვნელოვანი ბრეიკები გავაკეთე, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. შარშანდელთან შედარებით უკეთ ვთამაშობ, კორტზე უფრო თავისუფლად გადავაადგილდები. შედეგითაც კმაყოფილი ვარ. წლეულს მერვე ტურნირის ფინალში გავედი და იმედია, კიდევ ერთ ტიტულს მოვიგებ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ და მაყურებელსაც იმ სტილით ასპარეზობას ვუჩვენებ, რომელსაც ჩემგან ითხოვს და ელის”, - ფედერერის ეს სიტყვები ESPN-ს მოჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126502