ჩოგბურთი

12:44 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის მეცხრე “ქამბექი”

 ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის მეოთხედფინალში 33 წლის როჯერ ფედერერმა ფრანგ გაელ მონფისს საწყისი 2 სეტი დაუთმო (4:6, 3:6), მომდევნო სამში კი 6:4, 7:5, 6:2 იმარჯვა და კარიერის განმავლობაში მეცხრედ მოიგო ისეთი მატჩი, რომელშიც პირველი 2 პარტია წაგებული ჰქონდა. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორი შვეიცარიელი ნახევარფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება.

“0:2-ის დროსაც ვფიქრობდი, რომ გაელს საბოლოო მოგებამდე ბევრი აკლდა. ვგრძნობდი, გაცილებით უკეთ თამაში შემეძლო და თანდათან მოვუმატე. 2 მატჩბოლი ამოვქაჩე, კარგად მოწოდება დავიწყე და მატჩის ჩემ სასარგებლოდ შემოტრიალება მოვახერხე. მეხუთე სეტი განსაკუთრებით კარგად ჩავატარე. შეხვედრის მიწურულს მეტად სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა”, - განაცხადა ფედერერმა მონფისის ძლევის შემდეგ და ჩილიჩთან მომავალ ნახევარფინალურ ბატალიაზეც ისაუბრა: “მოუთმენლად ველი მარინთან დაპირისპირებას. ჩილიჩი კარგი პიროვნებაა. ტორონტოში დაძაბული მატჩი გვქონდა. თუ არ მეშლება, 9 მატჩბოლი დამჭირდა მისი წინააღმდეგობის საბოლოოდ დასაძლევად”. 

0.123709