ჩოგბურთი

11:51 | 15.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის და რაფას “ტყუპისცალი” მოგებები

მოქმედ ჩოგბურთელთაგან ყველზე ტიტულოვანი მოთამაშეები როჯერ ფედერერი და რაფა ნადალი ამჟამად შესაბამისად როტერდამისა და სან პაულუს ტურნირებზე გამოდიან და როგორც შვეიცარიელმა, ასევე ესპანელმა მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.

მოგეხსენებათ, ფედერერი როტერდამის შეჯიბრების მოქმედი ჩემპიონია და მისივე თქმით, იგი წოდების შენარჩუნებისთვის იბრძვის. მერვედფინალში როჯერმა უპრობლემოდ დაძლია ჰოლანდიელი ტიემო დე ბაკერის წინააღმდეგობა - 6:3, 6:4. ფედერერმა 4 ეისი და 2 ბრეიკ-პოინტი შეასრულა, შეხვედრა კი საათს გაგრძელდა. “მხიარული როჯერის” სამეოთხედფინალო მეტოქე ფრანგი ჟულიენ ბენეტოა.

ზუსტად იმავე ანგარიშით მოიგო თავისი მატჩი რაფა ნადალმა. სან პაულუს ტურნირის მერვედფინალში მალიორკელმა რეიტინგსიის 140-ე ნომერ ბრაზილიელ ჟუან სოუზას 6:3, 6:4 მოუგო. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ ფედერერთან შედარებით, ნადალს კორტზე ყოფნა 16 წუთით მეტხანს მოუწია. მეოთხედფინალში რაფა არგენტინელ კარლოს ბერლოკს შეხვდება. ამ უკანასკნელმა მერვედფინალში ესპანელ ალბერტ რამოსს მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121892