ჩოგბურთი

10:56 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერი ნახევარფინალშია, “დელპომ” მესამასე მოიგო

 თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბაზელის Swiss Indoors Basel-ის წლევანდელი შეჯიბრების ფინალში ერთმანეთს ამ ტურნირის შარშანდელი გადამწყვეტი მატჩის მონაწილეები როჯერ ფედერერი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო შეხვდებიან. შვეიცარიელის სანახევარფინელე მეტოქე კანადელი ვაშეკ პოსპიშილი იქნება, პატაგონიელი კი ფრანგ ედუარდ როჟე-ვასლენს დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალში 32 წლის ფედერერმა მასზე 10 წლით უმცროს ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს 6:3, 7:6 (7:2) მოუგო. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში როჯერის ანგარიშზე 3 ბრეიკი და ამდენივე ეისია. ფედერერი და დამიტროვი წუხელ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

ბაზელში კარიერის მესამასე მატჩი მოიგო დელ პოტრომ. მეოთხედფინალში მან ფრანგ პოლ-ანრი მატიეს 6:4, 6:4 სძლია, ნამატჩევს კი შემდეგი განაცხადა: “მშვენიერია, მესამასე მატჩი სწორედ ბაზელში რომ მივიგე. დიდხნიანი, მონდომებული შრომა ამ მიჯნით დამიფასდა. ახლა ჩემი მიზანი შარშანდელი შედეგის გამეორებაა, როცა ტურნირის გამარჯვებული გავხდი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116938