ჩოგბურთი

20:37 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერი მეთვრამეტე სლემზე ფიქრობს

ბოლო ხანს არ წყდება საუბარი იმის თაობაზე, რომ როჯერ ფედერერის “საჩოგბურთო მზე ჩაესვენა” და სადიდსლემო შეჯიბრებების სარეკორდო რაოდენობით მომგები შვეიცარიელი მალე კორტს დაემშვიდობება. ამ ვერსიის სრულიად საწინააღმდეგო რამ განუცხადა ფედერერმა Spox.com-ის კორესპონდენტს და განაცხადა, რომ აქამდე მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს.

“17 სადიდსლემო წოდებას არ დავჯერდები. მართალია, სადღეისოდ კონკურენცია არნახულადაა გაზრდილი, ბევრი რამაა დამოკიდებული საკუთარი ძალისადმი რწმენაზე, მე კი ამ ელემენტის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდი. წლეულს განსაკუთრებით სოლიდურად ენდი მარეი გამოიყურება, 2011-ში ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო შეუდარებელი, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და ყოველმხრივ შევეცდები, დიდი სლემის ტურნირების საჩემპიონო ტიტული მეთვრამეტედაც მოვიგო”, - აცხადებს როჯერ ფედერერი, რომელსაც 32 წელი რამდენიმე დღეში შეუსრულდება.

0.120136