33 წლის როჯერ ფედერერი ცინცინატის Western & Southern Open-ის მეოთხედფინალში ფრანგი გაელ მონფისის 6:4, 4:6, 6:3 დამარცხების შედეგად გავიდა. რეიტინგის 23-ე ნომერი 27 წლის ფრანგის წინააღმდეგობის დაძლევას შვეიცარიელმა საათი და 48 წუთი მოანდომა.
მეოთხედფინალში ფედერერი შოტლანდიელ ენდი მარეის შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ცინცინატის “მასტერზ1000”-ს ამერიკელი ჯონ იზნერი ჩამოაშორა.
მონფისთან დაპირისპირებისას კი როჯერმა 4-4 ბრეიკი და ეისი განახორციელა, გაელთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 7:2 გახადა.