დიადი შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც ლიმპოპოს პროვინციის საბავშვო ბაღებს ეწვია. “მხიარულმა როჯერმა” ბავშვებთან ითამაშა, მცირე საჩოგბურთო გაკვეთილიც ჩაუტარა მათ და ვიზიტის ბოლოს ზღაპრებიც წაუკითხა. შეგახსენებთ, რომ ეს ბაღები სწორედ ფედერერის საქველმოქმედო ფონდიდან ფინანსდებიან.
“ასეთი მოგზაურობები და სტუმრობები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ვხედავ რეზულტატს ჩემი საქველმოქმედო ფონდისა, დიდი შრომის შედეგად დღედღეობით ამ ბავშვებს გაცილებით უკეთეს პირობებში უხდებათ ცხოვრება. აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პროექტის დაფინანსებას, რადგან ეს პროვინცია სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია და აქ მაცხოვრებელ ბავშვებს ჩვენი დახმარება აუცილებლად სჭირდებათ, რათა ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ”.
გიორგი ბარბაქაძე