იტალიური “მილანის” ბრაზილიელი შემტევი რობინიო გუნდს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
ცნობილი გახდა, რომ 29 წლის შემტევმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც, მან, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველ მატჩში ვერ ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, “მილანს” 3 თვით დანიელე ბონერა გამოაკლდა.