იტალიური “მილანის” ფორვარდმა რობინიომ განაცხადა, რომ უახლოეს სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. მოგეხსენებათ, ევროპული მედიასაშუალებები ბრაზილიელის სახელს “ფლამენგოს” უკავშირებენ.
“ფლამენგოს” დიდი პატივისცემით ვეპყრობი, მაგრამ “მილანთან” კონტრაქტი მაკავშირებს. “როსონერიში” ბედნიერი ვარ და წასვლას არ ვაპირებ”, - განუცხადა 29 წლის თავდამსხმელმა Mais Futebol-ს.
ცნობისათვის, რობინიოს მილანელებთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აქვს. მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა იტალიის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.