ფეხბურთი

19:26 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობი კინი: “ბეილი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი ფეხბურთელი რობი კინი ინგლისური გუნდის ლიდერს, გარეთ ბეილს მსოფლიოს ერთ-ერთ ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და იმედს გამოთქვამს, რომ უელსელი ინგლისის დედაქალაქში კიდევ ერთი წლით დარჩება.

“გარეთ ბეილი უმაღლესი დონის მოთამაშეა. მასთან ერთად მითამაშია და ვიცი, რომ გარეთი კარგი იქნება ყველგან, სადაც არ უნდა გადავიდეს. დღესდღეობით, ბეილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

კარგი იქნებოდა, ის “ტოტენჰემში” კიდევ ერთი წლით რომ დარჩეს. როგორც სხვა ფეხბურთელებს, ბეილსაც მოუნდება საკუთარი შესაძლებლობების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გარემოცვაში შემოწმება. არამგონია ბევრი დარჩეს უკმაყოფილო, თუ ის “რეალში” გადავა.” – აცხადებს 33 წლის ირლანდიელი თავდამსხმელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114797