ფეხბურთი

11:55 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი: “მხოლოდ მეორე ტაიმში ავთამაშდით”

სტამბოლის “გალათასარაის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ლონდონის “ჩელსისთან” თურქეთში გამართული თამაში ფრედ 1:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი, 18 მარტს ინგლისში გაიმართება.

“ფრე კარგი შედეგია, მაგრამ ჩვენ მუდამ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს მეორე ტაიმში. შესვენებამდე სიღრმიდან ვთამაშობდით და საწყის 20 წუთში ყველა ჩვენი შეტევიდან ოთხი ფეხბურთელი ვარდებოდა. სწორედ ამიტომ კონტრშეტევებს ვიღებდით. მერე ცუდად მოთამაშე ჰაიროვიჩი შევცვალე და ანგარიში გავათანაბრეთ. 1:1 კარგი შედეგია და მეოთხედფინალში გასვლის შანსს ვინარჩუნებთ” - განაცხადა მანჩინიმ.

 

0.11664