მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი რობერტო კარლოსი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანი “სამეფო კლუბისთვის” იდეალური მწვრთნელი იქნებოდა.
“ზიდანი “რეალში” მუშაობისთვის მზადაა. მისი მიღწევების, სიმშვიდისა და გონებრივი შესაძლებლობების პატრონი ნებისმიერ თანამდებობაზე გამოდგება – მწვრთნელად, თანაშემწედ თუ დირექტორად. ზიდანი ფანტასტიკური ადამიანია და “რეალისთვის” ის იდეალური მწვრთნელი იქნება.
ანჩელოტი დიდი მწვრთნელია, მაგრამ მას ადაპტაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება. არ შეიძლება, “რეალში” მიხვიდე და კლუბის ფილოსოფია უცებ გაითავისო. გარდა ამისა, საჭირო იქნება ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა.” – ციტირებს კარლოსის სიტყვებს Goal-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესისთვის ზიდანი მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი, თუმცა არა პრიორიტეტული კანდიდატია. ამას თავად მადრიდელთა პრეზიდენტიც ადასტურებს.