ფეხბურთი

16:41 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსი: “ოქროს ბურთი” რონალდუს ეკუთვნის”

 

ლეგენდარულ ბრაზილიელ მცველ რობერტო კარლოსს მიაჩნია, რომ წლეულს, “ოქროს ბურთის” მოგებას მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს. ამ მეტად პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გარდა, ბრაზილიელმა Goal-თან სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა.

“ოქროს ბურთს” რონალდუ იმსახურებს და ვფიქრობ, მიიღებს კიდეც. პორტუგალიელი გოლებს დაუჯერებელი სიხშირით იტანს და ეს უნდა დაფასდეს. ჩემი აზრით, კრიშტიანუ პრიზს წელს მიიღებს.

ბეილი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მან ეს ინგლისში უკვე დაამტკიცა და “რეალშიც” იგივეს აკეთებს. უელსელი ჯერ ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი გააჩნია.

თუკი “რეალი” თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს, პრიმერა დივიზიონს მოგებით დაასრულებს. მადრიდელებს ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ჰყავთ და გამოცდილებიც. გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, ეს პროექტი კარგად გამოიყურება”, - განაცხადა კარლოსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116408