ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი აცხადებს, რომ "მანჩესტერთან" მისი კავშირი მხოლოდ ჭორია და იგი გერმანულ კლუბში რჩება.
"ვან გაალთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ამის გამო მედიამ "მანჩესტერთან არ უნდა დამაკავშიროს. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება "ბაიერნმა" დამკარგოს, როცა კონტრაქტი განვაახლეთ. ეს უბრალოდ ჭორებია. ვან გალთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა მეც და ჩემი ოჯახიც გერმანიაში თავს ბედნიერად ვგრძნობთ." _ განაცხადა რობენმა.
შეგახსენებთ, რომ არიენ რობენს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება. ჰოლანდიელი ფეხბურთელი "ბაიერნში" 2009 წლიდან იმყოფება და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 167 მატჩში 89 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე