მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა არიენ რობენმა, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამოტოვოს.
Bild-ის ცნობით, 30 წლის ჰოლანდიელს მუხლი აწუხებს.
რობენმა ტერფის ტრავმა ბუნდესლიგის პირველ ტურში “ვოლფსბურგთან” მატჩში მიიღო და ამის გამო კლუბის გარდა ეროვნულ გუნდსაც დააკლდა.
“ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “მანჩესტერ სიტის” 17 სექტემბერს მასპინძლობს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე იწყება.